29 ივნისი 2024,   14:19
ვრცლად
კოკაინი, მეტადონი, ალფა პვპ, კეტამინი, ე.წ. ბიო, მეტამფეტამინი და ა.შ. - ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ქვეყნის 5 რაიონში ჩატარდა

ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულის მეზობლები "კურიერს" უდასტურებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან აიყვანეს. ზაზა თავაძე ერთ-ერთია იმ 24 პირს შორის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა, ლოტკინზე მდებარე მისამართია. ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით დაკავებულ გურამ ბურდულის ახლობლებს კამერების წინ საუბარი არ სურთ.

ბრალდებულთა შორისაა დავით არძენაძეც. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ დღეს იმსჯელა. ნარკოტიკების რეალიზაციაში ბრალდებულს, სხვა დაკავებულების მსგავსად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ხელბორკილები დაადეს ირანის, თურქეთისა და უკრაინის მოქალაქეებსაც. ბრალდებულ 24 პირს შორის, 11 ნარკორეალიზატორია.

გამოძიების ფარგლებში, ბრალი წარედგინათ ნარკოტიკების შემომტანებს, ე.წ. დამდებებს და მათ, ვინც აკრძალულ ნივთიერებებს ხელიდან ხელში გადაცემით ასაღებდა. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები