02 ივლისი 2024,   10:34
ვრცლად
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურა

რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი საზეიმოდ დაიხურა. სკულპტორებმა ღონისძიების სტუმრებს ექსკლუზიურად რუსთავისთვის შექმნილი ქანდაკებები წარუდგინეს.

13 სკულპტორის ნამუშევრები, რომელიც 20 დღის განმავლობაში იქმნებოდა, რუსთავის ქუჩებში განთავსდება.

სიმპოზიუმის სივრცეში შეკრებილ სტუმრებისთვის, მაია ბარათაშვილის ჯაზის საღამო გაიმართა. დახურვის ცერემონია რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გახსნა და 5 უცხოელ და 8 ქართველ სკულპტორს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ქართველ და უცხოელ სკულპტორებს, რუსთავის ცენტრალურ პარკში არსებულმა სივრცემ, პირველად გასული საუკუნის 90-იან წლებში უმასპინძლა, წელს კი, პირველად, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით გაიმართა.

დღის ამბები