"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე, ლევან ხაბეიშვილი წარადგინეს. ოპოზიციური პარტიაში მომავალ კვირას დაგეგმილი ყრილობის საორგანიზაციო საკითხებზე მსჯელობენ, სადაც ცნობილი უნდა გახდეს, თუ ვინ უერთდება მათ და რა კონფიგურაციით წარდგება "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებზე.
"8 ივლისს გვექნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია, ეს რამდენიმე დღეც მზად ვართ, ყველა ძალისხმევა მივმართოთ იქით, რომ ეს ერთობა შედგეს. თუმცა, თუ სხვა პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებით, პარტიები შევლენ არჩევნებში არსებული კონფიგურაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შევა არჩევნებში 5 ნომრით გასამარჯვებლად. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური და პასუხისმგებლობიანი, არასერიოზულია პიროვნულ სიმპათიებსა და ანტიპათიებზე საუბარი, როდესაც ქვეყნის ბედი წყდება. წითელი ხაზი, ჩემთვის და ვფიქრობ, ყველა პროდასავლური პარტიისთვის, ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს," - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.