05 ოქტომბერი 2024,   23:11
ვრცლად
ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, რომელიც 3 120 ახალგაზრდას 13 ნაკადად მიიღებს

ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა, რომელიც 3 120 ახალგაზრდას 13 ნაკადად მიიღებს. საზეიმო ღონისძიებას განათლების მინისტრი დაესწრო და ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა.

საბანაკე პროგრამა 5 დღისგან შედგება, სადაც ახალგაზრდები საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებსა და შეხვედრებში ჩაერთვებიან. ბანაკი ერთ ნაკადად უმასპინძლებს 18-დან 25 წლამდე 240 მონაწილეს.

ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის - ნარკოდამოკიდებულების საფრთხეებზე, ქართული ჯარისა და თავდაცვის ჯარების საქმიანობაზე.

ტრენინგებს ჩაატარებენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე - ეროვნული ბანკის თანამშრომლები.

დღის ამბები