24 ოქტომბერი 2024,   00:14
ვრცლად
ჭიათურის სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის, ახალი სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წინსოფელსა და ჭილოვანში მაგისტრალური ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებულია, სკინდორში კი სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

წყალმომარაგების პროექტისთვის 2 400 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები