დღეს, ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი ოფიციალურად იხსნება. ანაკლიაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
17:00 საათიდან, სანაპიროზე სპორტული აქტივობები გაიმართება, ჩატარდება ფერების ფესტივალი და გაიმართება დრამერების მსვლელობა, 20:00 საათზე კი ღონისძიებები კონცერტით დასრულდება.
სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, გვიანობამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.