29 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
ომის 870-ე დღე უკრაინაში - ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე კონტრშეტევაზე გადავიდნენ

ომის 870-ე დღე უკრაინაში - რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში 6 ადამიანი მოკლეს, დაჭრილია 20 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით, უკრაინის ძალები ფრონტის გარკვეულ მონაკვეთებზე კონტრშეტევაზე გადავიდნენ. როგორც ირკვევა, ხარკოვის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა სოტნიცკი კაზაჩოკი დაიბრუნეს და ოთხი საბრძოლო მიმართულებით წინ წაწევა შეძლეს.

ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა რეკორდული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეები დაკარგა.

დღის ამბები