25 ოქტომბერი 2024,   16:28
ვრცლად
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

ტრაგედია მარნეულის მუნიციპალიტეტში - სოფელ სარალში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 

დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავებულია ასევე 2 პირი.

როგორც "რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 

დღის ამბები