23 დეკემბერი 2024,   17:58
ვრცლად
თუ თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, მე გარანტიას გაძლევთ, რომ დღეებში, საქართველო გახდება მეორე ფრონტი - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისგან" ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა დეტალზე, გარკვეული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

მისივე თქმით, გარანტიას იძლევა, რომ თუკი არჩევნებში "კოლექტიური ნაცმოძრაობა" გაიმარჯვებს, საქართველოში მეორე ფრონტი მომენტალურად გაიხსნება.

"სამწუხაროდ, საზოგადოებამ სიმართლის ნახევარზე ბევრად ნაკლები იცის, რადგან ჩვენ გვიწევს, გავუფრთხილდეთ ბევრ რამეს. სამწუხაროდ, სხვები არ უფრთხილდებიან, მაგრამ ჩვენ გვიწევს. ამის გამო, გარკვეული ინფორმაცია არ გამოგვაქვს საჯაროდ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარეს საპირწონედ გვაქვს სერიოზული პრობლემები, მაინც მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ გარკვეულ ურთიერთობას, მოცემულობებს და ამის გამო ჩვენ გვიწევს არ გავასაჯაროოთ ინფორმაცია, მათ შორის, გარკვეულ შეხვედრებთან დაკავშირებით, რაც რამდენჯერმე ვახსენე. ვინ ამბობს, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემის შემცველი ინფორმაცია და ამაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება საფრთხეებს - თუ თეორიულად შეიძლება წარმოვიდგინოთ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" მოსვლა ხელისუფლებაში, (ღმერთმა დაგვიფაროს, პრაქტიკულად, ეს არ მოხდება, რადგან ქართველი ხალხი დგას პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე,) მაგალითად ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, მე გარანტიას გაძლევთ, რომ არა თუ 2-3 თვეში, დღეებში საქართველო გახდება მეორე ფრონტი. ამის გარანტიას ვიძლევი იმ ინფორმაციასა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც მე მაქვს.

გარდა ჩვენი განცხადებებისა, არსებობს საჯარო წყაროებში მოძიებადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებდა რადიკალური ოპოზიცია და NGO-ები ომის დაწყებიდან უახლოესი დღეებიდან. დღეს რომ გამოდიან და საუბრობენ იმაზე, რომ აღარ უჭერენ მხარს სანქციებს - ვინ იყო, ვინც ამის გამო პრორუსულ ხელისუფლებად გამოგვაცხადა? თქვენ ხომ გახსოვთ, ომის დაწყებიდან, პრაქტიკულად, მეორე დღესვე "ქართული ოცნების" ხელისუფლება გამოაცხადეს პრორუსულ, პუტინისტურ ხელისუფლებად 2 მიზეზით - ერთი ის იყო, რომ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს და მეორე - არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები. დღეს კი ამ "პრორუსულ" განცხადებებს აკეთებენ თავად," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები