18 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
კახეთში, სუფრასთან მომხდარი შელაპარაკების გამო, 2 მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა კახეთში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა.

სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები