25 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
ეკოაქტივისტემა გერმანიის ყველაზე დიდი აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს

ეკოაქტივისტებმა, გერმანიაში, ფრანკფურტში, ქვეყნის ყველაზე დიდი აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს. აქტივისტების პროტესტის გამო, 140 რეისი გაუქმდა.

აქტივისტები საფრენ ბილიკზე გამოვიდნენ, ძირს გაწვნენ და კლიმატის ცვლილება ამ ფორმით გააპროტესტეს. საფრენ ბილიკზე უცხო პირების ყოფნის გამო, ფრენები დროებით გადაიდო.

ფედერალური პოლიციის განცხადებით, რამდენიმე აქტივისტი აეროპორტის ტერიტორიაზე დილით ადრე შეიპარა.

ეს ორგანიზაცია Last Generation-ის მეორე საპროტესტო დღე იყო. გუშინ ისინი კიოლნ-ბონის, ბარსელონას, ჰელსინკისა და ოსლოს აეროპორტების ასაფრენ ბილიკებზე გავიდნენ.

დღის ამბები