25 ოქტომბერი 2024,   16:30
ვრცლად
ოლიმპიური ფიცი დადებულია - ქართველი პარაოლიმპიელები პარიზში მიემგზავრებიან

ოლიმპიური ფიცი დადებულია - ქართველი პარაოლიმპიელები პარიზში მიემგზავრებიან. 14 ქართველი სპორტსმენი 6 სახეობაში იასპარეზებს.

მეტი მოტივაცია პარაოლიმპიელებს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ მისცა. მთავრობის მეთაურმა, სპორტსმენების გაცილების ცერემონიაზე პარასპორტსმენების მიღწევებზე, გამოწვევებსა და პარიზში დაგეგმილ თამაშებზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოლიმპიელებისთვის მიცემული დაპირება, პრემიებთან დაკავშირებით პარაოლიმპიურ თამაშებზეც გავრცელდება. შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ოქროს მედალოსანი მილიონს, მეორე ადგილოსანი ნახევარ მილიონს, მესამე ადგილზე გასული კი 250 ათას ლარს მიიღებს.

პარაოლიმპიელების გაცილების ცერემონიას, მთავრობის მეთაურთან ერთად, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ ქართველი პარასპორტსმენების მომზადებაზე ისაუბრეს და ყურადღება მთავრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

პარიზის პარაოლიმპიადა 28 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ქართველი სპორტსმენები, საფრანგეთის დედაქალაქში ეტაპობრივად გაემგზავრებიან.

დღის ამბები