21 იანვარი 2025,   02:49
ვრცლად
"ქართულ ოცნებას" ეშინია ყველა გზის, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს - სოფო ჯაფარიძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და თავს ორმაგ პატიმრად მიიჩნევს, მისი თანაგუნდელები ეხმაურებიან.

      მიხეილ სააკაშვილს, საზღვრის უკანონო კვეთის საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა 2 აგვისტოს შეუფარდა.

      "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პოლიტიკური პლატფორმის "ერთიანობა" ერთ-ერთი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ეშინია.

      "საქართველოში მსგავსი შემთხვევა არ არსებობს, როდესაც ერთხელ პატიმრობამისჯილ ადამიანს, ხელახლა, მეორედ შეეფარდოს პატიმრობა. "ქართულ ოცნებას" ეშინია ყველა გზის, რა გზითაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი იქნეს თავისუფალი," - აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

      დღის ამბები