21 იანვარი 2025,   01:53
ვრცლად
კატალონიის ყოფილი ლიდერის დაკავების მიზნით, პოლიციამ ოპერაცია "გალია" დაიწყო
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების მიზნით, პოლიციამ ოპერაცია "გალია" დაიწყო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

      პოლიციის ქვედანაყოფები ბარსელონიდან გამოსასვლელ მაგისტრალებზე ავტომობილებს ამოწმებენ. სამართალდამცველები ესპანეთი-საფრანგეთის საზღვარზეც არიან მობილიზებული.

      კატალონიის ყოფილი ლიდერი დღეს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში, ასობით მხარდამჭერის წინაშე, სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

      პუჩდემონი ესპანეთიდან 7 წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ გაიქცა. ესპანეთში კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების მიუხედავად, სასამართლომ სეპარატისტების დაპატიმრების ორდერები ძალაში დატოვა.