21 იანვარი 2025,   03:00
ვრცლად
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვისი დაფინანსებული პოლიტიკოსები და პარტიები ესაუბრებიან მათ - არჩილ თალაკვაძე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      დანიური ფონდის დაფინანსებით და ოპოზიციის მონაწილეობით რეგიონებში შეხვედრები გრძელდება. დემოკრატიის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი მასპინძლობს. მსგავსი შინაარსის ღონისძიებების უცხოური ფულით დაფინანსებას ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიად აფასებს მმართველი გუნდი:

      "რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო კამპანიაში, პირდაპირ დონორული დაფინანსება მიდის, რაც რეგიონებში თუნდაც მათი ბანერებისა და გზავნილების გატანას ხმარდება, ეს კი ნამდვილად არის ის ფაქტები, რომელიც ჩვენი საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს. გარდა ამისა, ეს არის კანონთან წინააღმდეგობაში და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვისი დაფინანსებული პოლიტიკოსები და პარტიები ესაუბრებიან მათ,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

      მიხეილ სააკაშვილის პლაკატის გაშლის და მისი გათავისუფლების მოთხოვნის შემდეგ, დღეს იმერეთში კიდევ ერთი ბანერი გამოჩნდა წარწერით - ""ხელისუფლების ძალაუფლების გადაცემა"". სწორედ ამ თემაზე იგეგმება დებატები დემოკრატიის ფესტივალზე.