05 ოქტომბერი 2024,   11:33
ვრცლად
გველის გამო, ვირჯინიის შტატის 12 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, ქვეწარმავალმა 11,700 მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

ამერიკულ კომპანიაში Dominion Energy აცხადებენ, რომ გველი მაღალი ძაბვის ზონაში შეძვრა და, ტრანსფორმატორთან კონტაქტის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.

აბონენტებს ელექტრომომარაგება დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ აღუდგათ.

დღის ამბები