12 ოქტომბერი 2024,   16:24
ვრცლად
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს.

ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადაზე ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და, ჯამში, 204 ქვეყნიდან, 24-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა ოლიმპიელებმა 3 ოქროს 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და გენო პეტრიაშვილი გახდნენ; გივი მაჭარაშვილი, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ; ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულმა მოიპოვა.

მომდევნო ოლიმპიური თამაშები 2028 წელს, ლოს ანჯელესში გაიმართება.

დღის ამბები