05 ოქტომბერი 2024,   11:28
ვრცლად
კომპანიას მოუწევს 20 მილიონზე მეტის გადახდა ქალაქის ბიუჯეტში და ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია - რევაზ სოხაძე სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობის შესახებ

საკრებულოს ოპოზიციური პარტიები სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, გაიცა ნებართვა, 47 სართულიან კომპლექსს კიდევ 12 სართული დაემატოს.

ოპოზიცის თქმით, ამ ტერიტორიაზე მსგავსი მშენებლობა ურბანული და სატრანსპორტო თვალსაზრისით გაუმართლებელია.

საპასუხო კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაში". საკრებულოს უმრავლესობაში ითქვა, რომ კომპლექსი ყველა სტანდარტის დაცვით შენდება და ამ პროექტით დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარზე მეტი თანხა შევა.

"ყველა საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი მერიას და საკრებულოს გადაწყვეტილებას იღებს ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. კონკრეტულად ჭავჭავაძეს რაც შეეხება, კოეფიციენტის მატებას, მე არ ვიცი ეს რამდენად აქვს ლოგიკა მათ მოსაზრებას იმიტომ, რომ ამ კოეფიციენტის მატებაში რაც ჩაითვალა, რომ არ არის პრობლემა ურბანული თვალსაზრისით, ამ კომპანიას, თუ ვინც არის განმცხადებელი, მოუწევს 20 მილიონზე მეტი ლარის გადახდა ქალაქის ბიუჯეტში და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თბილისი უნდა გახდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებული ქალაქი. შესაბამისად, თუ ამ კუთხით შევხედავთ - არ მგონია, რომ ამ ან ნებისმიერმა სხვა მშენებლობამ სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვიოს", - აცხადებს რევაზ სოხაძე.

დღის ამბები