15 აგვისტო 2026,   13:09
ვრცლად
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ და ყველა პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული შეთანხმება დაიცვან - ზელენსკი

რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროები სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ. კურსკის ოლქში კრემლი 1263 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას, - 93 დასახლებულ პუნქტს ვერ აკონტროლებს. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კრემლი ცდილობს, რუსეთის შიდა აუდიტორიის დარწმუნებას, რომ კურსკის ოლქზე კონტროლის დაკარგვა მნიშვნელოვანი საკითხი არ არის.

ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, სამხედრო აეროდრომი იწვის. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ძალები გასულ ღამეს ბრიანსკის ოლქში შესვლას გეგმავდნენ და რუსეთის მესაზღვრეებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს. ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ბოგომაზი ავრცელებს.

"პოკროვსკის სამხედრო მიმართულებებზე, დონეცკის რეგიონში ჩვენს პოზიციებს ვამაგრებთ. ჯარისთვის იარაღის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ და ყველა პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებული შეთანხმება დაიცვან. ეს ჩვენი თავდაცვისთვის პრინციპული ამოცანაა. კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაცია გრძელდება. ვატარებთ სამხედრო მოქმედებებსა და ღონისძიებებს. რეგიონში გარკვეულ ტერიტორიას ვაკონტროლებთ. მადლობას ვუხდი ყოველ ჩვენს მეომარს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ჩვენი სამხედრო ტყვეების გაცვლითი ფონდის შევსებისთვის აკეთებენ," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები