დავალება შეასრულა და ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო ორგანიზაციებში საფრთხე შეუქმნა, გაამწვავა შერიგების შესაძლებლობა, საქართველო კი ომის დამნაშავედ გამოიყვანა - ასე აფასებენ ვეტერანები გიორგი ბარამიძის იმ განცხადებებს, სადაც მან ქართველი სამხედროები და მოქალაქეები აფხაზი ტყვეების მკვლელობაში დაადანაშაულა.
მებრძოლები, რომელთაც აფხაზეთის ომის თითოეული დღე ახსოვთ, სააკაშვილის მთავრობის მინისტრს ბრალს სამშობლოს ღალატში სდებენ.
"ეს არის შეკვეთა, რომლიდანაც ნაბიჯის გვერდზე გადადგმის უფლება არ აქვს. შეკვეთა არის გარე ქვეყნებიდან, ან ერთი ქვეყნიდან კერძოდ.
დაგვამშვიდა, მე რომ რაღაცებს ვლაპარაკობ, ეს იმ წარსულშიო მიღებულ რეზოლუციებს არ დააზიანებსო. არა, უკვე აზიანებს. აფხაზებმა თქვეს, რომ ჟენევაში უახლოეს მოლაპარაკებებზე ამ ქართველების ჩვენებას, ბარამიძე რატომღაც ქართველი... ნუ, ახლა გვარით და სახელით ქართველია, თან მაღალჩინოსანი იყო სხვადასხვა დროის. ქართველების ჩვენებას აუცილებლად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე, რაც ქართველებმა მოგვიწყვეს აფხაზეთშიო. ნუ, აი წარმოუდგენელ ბოროტებას ჩადის და თან არ ჩერდება.
არაფერთან შეხება არ ჰქონია, ყველგან იყო ბუტაფორიულად, კამერებით მიდიოდა. სულ კამერებით დადიოდა, 10 წუთით რომ ჩადიოდა, 10 წუთის ვიდეო მიჰქონდა თბილისში. რაც არ იცის, იმას საუბრობს,"- აცხადებს აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია.