წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ბოლო ეტაპზეა მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა. წყალმომარაგების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგების და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება.
რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა. ბაგების კუნძულებთან და სიკო დოლიძის ქუჩიდან ახალ საავტომობილო ხიდამდე მონაკვეთში უკვე დაგებულია ასფალტის ქვედა ფენები და ამ ნაწილში ჭების ნიშნულზე მოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ბოლო ეტაპზე, კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.
პროექტი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.