16 აგვისტო 2026,   21:33
ვრცლად
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა - დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის ინფორმაციით, ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება.

იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აცრეს.

დღის ამბები