05 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
ანსამბლმა "ერისიონმა" Starring Georgia 2024-ის სეზონი სრული ანშლაგით დახურა - "ქართულმა საგანძურმა" "ბლექ სი არენას" მაყურებლის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა

მოგზაურობა ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში - "ბლექ სი არენამ" "ერისიონის" კონცერტს უმასპინძლა. 140 წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლმა მაყურებელს ის პროგრამა წარუდგინა, რომელიც სპეციალურად ევროპის დიდი საგასტროლო ტურნესთვის შეიქმნა. 

"ქართულმა საგანძურმა" ბლექ სი არენას მაყურებლის მხურვალე ტაში დაიმსახურა. ანსამბლმა "ერისიონმა" Starring Georgia 2024-ის სეზონი სრული ანშლაგით დახურა.

ცეკვა ქართული, ჩაკრულო, სვანური ფერხული - 140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლი ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე დატვირთული პროგრამით წარსდგა. "ერისიონმა" ტრადიცულთან ერთად, აუდიტორიას განახლებული რეპერტუარიც შესთავაზა. ქორეოგრაფიული დადგმების გარდა, შესრულდა ხალხური მუსიკაც.

გურიაში გაჟღერებულმა გურულმა კრიმანჭულმა აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. "ბლექ სი არენას" 10 000 კაციანმა დარბაზმა "ერისიონს" უკვე მესამედ უმასპნძლა. მაყურებელი "ერისიონთან" შეხვედრას წლიდან წლამდე განსაკუთრებულად სწორედ ამ სცენაზე ელოდება.

მასშტაბური 2 წლიანი კამპანია დასრულებულია - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Starring Georgia-ს ფარგლებში თბილისსა თუ შეკვეთილს უამრავი საერთაშორისო ვარსკვლავი ესტუმრა. Jungle, Scorpions, One republic - "ერისიონის" კონცერტამდე, წელს "ბლექ სი არენამ" განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლა. მუსიკალურ თანავარსკვლავედში ბრუნო მარსი, "კილერსი" და image dragons-იც მოხვდნენ.

Starring georgia-ს მთავარი მიზანი, ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. საქართველო თანავარსკვლავედის მასპინძელი პირველად 2023 წელს გახდა.

დღის ამბები