05 ოქტომბერი 2024,   11:23
ვრცლად
მოტივაცია სპორტსმენისთვის, როცა იცი რომ გვერდში გიდგას სახელმწიფო და სპორტის სამინისტრო - პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თორნიკე ალბუთაშვილი

მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ქართველმა სპორტსმენებმა 143 მედალი მოიპოვეს. ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს ხუთი, ვერცხლის შვიდი და ბრინჯაოს ექვსი მედალი მოიპოვა, ახალგაზრდა მკლავჭიდელებმა კი ჯამში 29 მედალი დაიმსახურეს. მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქართველმა პარასპორტსმენებმაც. მათ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.

პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თორნიკე ალბუთაშვილი აცხადებს, რომ

"მოტივაცია სპორტსმენისთვის, როცა იცი რომ გვერდში გიდგას სახელმწიფო და სპორტის სამინისტრო, სტიმულია, რომ უფრო მოემზადო, მეტი შედეგი აჩვენო და გაახარო შენი ხალხი და შენი ქვეყანა,"- აცხადებს პარამკლავჭიდელი, მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი თორნიკე ალბუთაშვილი.

დღის ამბები