"ქართული ოცნებიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატმა "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად პირველი შეხვედრა ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გამართა.
როგორც ჯინჭარაძის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბათუმში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების და შესრულებული პირობების შესახებ ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები, გამოწვევები და ახალი პროექტები.
"ბათუმში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ქართული ოცნების" ამომრჩევლებთან შეხვედრები დავიწყე. "ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად პირველი შეხვედრა ხიმშიაშვილისა და ინასარიძის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გავმართე. მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბათუმში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების და შესრულებული პირობების შესახებ ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, გამოწვევები და ახალი პროექტები", - აღნიშნულია ჯინჭარაძის ფეისბუქ-გვერდზე.