05 ოქტომბერი 2024,   11:35
ვრცლად
ერთა ლიგა იწყება - რა შემადგენლობით იქნება ეროვნული გუნდი, რომელიც ძლიერ და კარგად ორგანიზებულ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება

ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელის. ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშებას, ეროვნული გუნდი, ძლიერ და კარგად ორგანიზებულ ჩეხეთის ნაკრებთან დაპირისპირებით დაიწყებს.

7 და 10 სექტემბრის შეხვედრებზე, ფრანგმა სპეციალისტმა 23 კაციანი სია გამოაქვეყნა, რომელშიც ევროპირველობის განაცხადისგან განსხვავებით, გარკვეული ცვლილებებია განხორციელებული. სიის მიღმა აღმოჩნდნენ ამ ეტაპზე უგუნდოდ მყოფი ნიკა კვეკვესკირი და საბა კვირკველია. ტრავმების გამო, ნაკრების შემადგენლობაში არ იქნებიან სიგუა და მექვაბიშვილი. ვერ ვიხილავთ ვერც გიორგი ქვილითაიას. ამ ფონზე, ეროვნულ გუნდში ორი ახალწვეული, შოთა ნონიკაშვილი და ლუკა გადრანი იქნება.

ხანგრძლივი პაუზისა და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვების შემდეგ სანიოლის სიაშია ირაკლი აზაროვიც, რომლის ევროპირველობის განაცხადს მიღმა დარჩენამ, ბევრის უკმაყოფილება გამოიწვია.

მატჩი, რომელსაც 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სტადიონი უმასპინძლებს, სრული ანშლაგით ჩაივლის, რადგან საქართველო ჩეხეთის შეხვედრაზე დასასწრები ბილეთი უკვე კარგა ხანია სრულად გაყიდულია.

ავტორი: ლაშა დვალიშვილი. 

 

დღის ამბები