16 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პირველი ინსტანცია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდს განიხილავს.

დღეს, დაცვის მხარის მოწმე იკითხება. პირი, რომელიც იმ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

პროცესზე ონლაინ ჩაერთო თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. პროცესს ევროპელი პოლიტიკოსი ანა ფოტიგაც ესწრებოდა. ყოფილი ევროპარლამენტარის სასამართლოში მისვლა მმართველ გუნდში შეაფასეს.

"მინდა მივესალმო გამოცდილ ევროპელ პოლიტიკოსს ანა ფოტიგას, რომელიც დარბაზში იმყოფება. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო და არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც საქართველოს რუსული ხელისუფლება მამყოფებს.

მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ - თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი "ეკონომისტი"? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები