12 ოქტომბერი 2024,   00:13
ვრცლად
გერმანიაში, ისლამისტი პოლიციის შენობას მაჩეტეთი დაესხა თავს და სამართალდამცველების მოკვლა სცადა

გერმანიაში, ალბანელი ისლამისტი პოლიციის შენობას დაესხა თავს. ის მაჩეტეთი იყო შეიარაღებული და პოლიციელების მოკვლით იმუქრებოდა. ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.

ინციდენტი გერმანიის ქალაქ ლინცში მოხდა. პროკურორების განცხადებით, თავდამსხმელი არაბულად ყვიროდა ფრაზებს "ალაჰ აგბარ"; "ღმერთი მაღალია" და ამბობდა, რომ პოლიციელების მოკვლა სურდა.

პოლიციის თანამშრომლებმა განყოფილების კარები ავტომატურად ჩაკეტეს, რის გამოც თავდამსხმელმა შენობის დატოვება ძალის გამოყენებითაც ვერ შეძლო. ის სპეცრაზმელებმა ელექტროშოკის გამოყენებით გააუვნებელყვეს.

თავდამსხმელის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს, პოლიციელებმა კედელზე დახატული "ისლამური სახელმწიფოს" დროშა აღმოაჩინეს.

დღის ამბები