22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
"ეს პრიზი ჩემთვის ბევრს ნიშნავს" - დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელია

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. ფილმში მთავარ როლებს მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი ასრულებენ.

ფილმი მეან ქალზე გვიყვება, როლს ია სუხიტაშვილი ასრულებს. მისი პერსონაჟი თანასოფლელებს ორსულობის ნაადრევ შეწყვეტაში ეხმარება.

აღსანიშნავია, რომ მთავარ კონკურსში, ქართული ფილმები მხოლოდ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხვდა. ჯერ, იყო 1992 წელს ლანა ღოღობერიძის "ვალსი პეჩორაზე" და შემდეგ, 1996 წელს, ოთარ იოსელიანის "ყაჩაღები".

ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარს გადაეცა ფილმისთვის "მეზობელი ოთახი".

რეჟისორმა დეა კულუმბეგაშვილმა, მიღებული პრიზისთვის, ვენეციის კომისას მადლობა გადაუხადა.

"უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ვენეციის კინოფესტივალსა და ალბერტო ბერბერას, ასეთი შესანიშნავი და თბილი მიღებისთვის, დიდი მადლობა ამ პრიზისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს დიდი პატივია, რომელსაც ჩემს შესანიშნავ გუნდთან ერთად ვიზიარებ - ჩემს პროდიუსერებთან, რომლებიც აქ არიან, არაჩვეულებრივ სამსახიობო გუნდთან, ვისთან ერთადაც ეს ფილმი გავაკეთე, ყველა ქალთან, ვინც შესაძლებელი გახადა, ეს ფილმი შექმნილიყო, ჩემს არაჩვეულებრივ ოპერატორთან და ფილმის მემონტაჟესთან, დიდი მადლობა", - განაცხადა დეა კულუმბეგაშვილმა.

დღის ამბები