13 ოქტომბერი 2024,   01:42
ვრცლად
CIA-ს დირექტორმა და MI6-ის უფროსმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრეს უკრაინის მიერ განხორციელებულ კურსკის ოპერაციაზე, რომ ბოლო ეჭვებიც გაფანტეს იმაზე, თუ ვის მიერ იყო ეს ოპერაცია დაგეგმილი - ზაალ ანჯაფარიძე

"აშშ-ისა და ინგლისის სადაზვერვო სამსახურების 77-წლიანი პარტნიორობის ისტორიაში პირველად, მათი ორი ხელმძღვანელი ერთად გამოჩნდა საჯარო ღონისძიებაზე. დაზვერვის ორმა ბოსმა თქვა, რომ კურსკი იყო "მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევა", "გაბედული და ძლიერი ნაბიჯი... და მცდელობა შეცვალო თამაში," -რომელმაც გააძლიერა უკრაინის მორალი და გამოავლინა რუსეთის სისუსტეები, გააჩინა დააყენა კითხვები რუსეთის ელიტაში იმის შესახებ, თუ საით მიდის ეს ყველაფერი", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩააბამენ.

"აშშ-ის და ინგლისის სადაზვერვო სამსახურების 77-წლიანი პარტნიორობის ისტორიაში პირველად, მათი ორი ხელმძღვანელი ერთად გამოჩნდა Financial Times-ის საჯარო ღონისძიებაზე.

CIA-ს დირექტორმა ბილ ბერნსმა, МI-6-ის უფროსმა რიჩარდ მურმა ისეთი აღფრთოვანებით ისაუბრეს უკრაინის მიერ განხორციელებულ კურსკის ოპერაციაზე, რომ ბოლო ეჭვებიც გაფანტეს იმაზე, თუ ვის მიერ იყო ეს ოპერაცია დაგეგმილი და ხელშეწყობილი და ვისი თანხმობით მოხდა. დაზვერვის ორმა ბოსმა თქვა, რომ კურსკი იყო "მნიშვნელოვანი ტაქტიკური მიღწევა", "გაბედული და ძლიერი ნაბიჯი... და მცდელობა შეცვალო თამაში," რომელმაც გააძლიერა უკრაინის მორალი და გამოავლინა რუსეთის სისუსტეები, გააჩინა დააყენა კითხვები რუსეთის ელიტაში იმის შესახებ, თუ საით მიდის ეს ყველაფერი და ა.შ.

ახლა ხომ ხვდებით, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთი ამ ომს და როგორია მათი დამოკიდებულება იმ ქვეყნებისა და ხელისუფლებების მიმართ, რომლებიც, მათი აზრით, საკმარისად არ ეხმარებიან ამ მიზნის მიღწევაში. შესაბამისად, საქართველოს არჩევნებზე დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის ძალები, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, საქართველოს უკრაინაში მიმდინარე ომში ჩააბამენ." - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები