14 ოქტომბერი 2024,   02:50
ვრცლად
როგორ უნდა მივცეთ ხმა ელექტრონულად - P.S.-ის სტუდიაში საარჩევნო უბნის იმიტაცია მოეწყო

საქართველო არჩევნებისთვის ემზადება. პირველად საქართველოში, არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი მხოლოდ პარტიას მისცემს ხმას და არ ექნება მეორე ბიულეტენი - მაჟორიტარებისთვის. გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ ხმას მივცემთ ელექტრონულად. საარჩევნო უბანზე მისვლა კვლავ აუცილებელია, თუმცა იქ სრულიად სხვა სურათი დაგვხვდება. იცვლება ამომრჩევლის რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები.

სიახლეების უფრო კარგად აღსაქმელად, P.S.-ის სტუდიაში საარჩევნო უბნის იმიტაცია მოეწყო, ხოლო ცვლილებების შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა.

დღის ამბები