13 ნოემბერი 2026,   18:22
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილსაც კი არ მოსწონს, მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში - გიორგი კახიანი

"თუ არ შეგიძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, წადით სახლში!"- მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების გამოსვლით უკმაყოფილო მსჯავრდებულმა სააკაშვილმა სტატუსი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი კახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმაც დაინახა, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში პოზიციებს სათანადოდ ვერ წარმოადგენენ. მისივე შეფასებით, ოპოზიციას არ აქვს არგუმენტები სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, რის გამოც მათი პოზიცია საზოგადოებისთვის აბსურდულად გამოიყურება.

"ერთია, რომ ჩვენ აბსურდულს ვეძახით მათ პოზიციებს და ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმაც ეს დაინახა და მასაც კი არ მოსწონს მისი პარტიის წარმომადგენლები როგორ პოზიციონირებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. მძიმე მდგომარეობაში არიან იმ თვალსაზრისით, რომ უბრალოდ სხვა პოზიციონირებას ისინი ვერც შეძლებენ, მათ ვერ ექნებათ არგუმენტები იმ ჩვენი მტკიცებულებების წინააღმდეგ, რომელიც სარჩელში არის მოყვანილი. ამიტომ, როდესაც ცდილობ, რომ არსებულ ფაქტებს დაუპირისპირდე, ასეთ დროს, ბუნებრივია, აბსურდულ მდგომარეობაში გამოჩნდები საზოგადოების წინაშე", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი.

დღის ამბები