ბერლინში, შარლოტენბურგის რაიონში, გამოცემა Nius-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ დაადასტურა, რომ ავტომობილისთვის ცეცხლი განზრახ იყო წაკიდებული. სამართალდამცველების განცხადებით, შემთხვევის შესახებ მათ დაახლოებით ღამის ორ საათზე გამვლელმა შეატყობინა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა მეხანძრე, რომელსაც ქუჩაში ხანძრის ჩაქრობისას მანქანა დაეჯახა.
რაიხელტი შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა, მისი განცხადებით: „სრულიად ნათელია, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო“.
მისი თქმით, ეს იყო „დაშინების მცდელობა ახალი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომელიც მემარცხენე ექსტრემიზმს უპირისპირდება“.
რაიხელტის ვარაუდით, თავდამსხმელებმა წინასწარ, მიზანმიმართულად გაარკვიეს, რომელი ავტომობილი ეკუთვნოდა მას.