ორგანიზაცია Real American Freestyle (RAF) თანადამფუძნებელი ჩად ბრონშტეინი სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მერაბი მერაბ დვალიშვილი უკვე თავისუფალი.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მერაბ დვალიშვილი დაგვიბრუნდა და ისევ ჩვენთან არის აბუ-დაბიში. გულწრფელ მადლობას ვუხდით აბუ-დაბის შესაბამის უწყებებს პროფესიონალიზმისა და გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ კვლავ წინსვლაზე ვართ ორიენტირებული და მოხარულები ვართ, რომ მერაბი დაგვიბრუნდა“, - აღნიშნულია ბრონშტეინის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც X-ზე გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი რამდენიმე პირთან ერთად მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს თავს ზურგიდან მიპარვით დაესხა. თავდამსხმელებს უსმან ნურმაგომედოვსა და მისი გარემოცვის ერთ-ერთ წევრს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა და 300 000 დირჰამის ოდენობის ჯარიმა შეუფარდა. ასევე, მათი ქვეყნიდან დეპორტაციაც მოხდება.
სასამართლომ, დვალიშვილსა და ლაზიშვილს ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50 000 დირჰემის გადახდა დააკისრა. ქართველების ჯარიმების გადახდა ორგანიზაცია RAF-მა საკუთარ თავზე აიღო.