ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენა "აგრო ექსპო 2026" გაიხსნა.
ღონისძიებაში 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მონაწილეობს.
ექსპოზიციაზე გაერთიანებულია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, კვების პროდუქტები და თანამედროვე საწარმოო და გადამამუშავებელი ტექნოლოგიები.