გამოცემა NIUS-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება პრესის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა, - ამის შესახებ "ალტერნატივა გერმანიისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელში წერს და დამწვარი ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს.
ვაიდელის თქმით, ვინც არასასურველი მედიის დაშინებას ცდილობს, დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებს ესხმის თავს.
"გამოცემა NIUS-ის მთავარი რედაქტორის, იულიან რაიხელტის ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება პრესის თავისუფლებასა და კრიტიკულ ჟურნალისტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა.
ის, ვინც მისთვის არასასურველი მედიის დაშინებას ცდილობს, დემოკრატიის ფუნდამენტურ საყრდენებს ესხმის თავს", - წერს ალის ვაიდელი.