ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შვილიშვილზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 66 წლის კაცი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული 9 წლის გოგონაზე, რამდენიმე თვის განმავლობაში, ძალადობდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას გაუმხილა, რომელმაც გადამოწმების მიზნით, სახლში დარჩენილები მოულოდნელად შეამოწმა და ბაბუის მიერ მორიგი ძალადობის მცდელობისას პოლიციას გამოუძახა.
9 წლის მოზარდს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება, მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე პრიმა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ გარყვნილ ქმედებასა და მუქარას გულისხმობს.