30 დეკემბერი 2024,   21:00
ვრცლად
საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა - თეა წულუკიანი

საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი, ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა - ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, მსგავსი საუკეთესო მაღალი შედეგი საქართველოს სპორტის ისტორიას არ ახსოვს.

"საქართველოდან პარალიმპიადაზე წარგზავნილი 14 ათლეტიდან, 9-მ სამშობლოს ჩამოუტანა მედალი. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა და ეს არის საუკეთესო სპორტის ისტორიაში, როგორც მაღალი შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ არაერთი ის ადამიანი, რომელსაც აქვს დიდი პოტენციალი და რომელიც შეიძლება მომავალში პარასპორტსმენი იყოს და დიდ შეჯიბრებებზე სამშობლო ასახელოს, ამიერიდან კიდევ მეტ ინტერესს გამოიჩენს," - აცხადებს თეა წულუკიანი.

პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიური თამაშები დასრულებულია, სადაც საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა რეკორდული მაჩვენებლით დაამთავრა.

პარაძიუდოისტებისა და ეტლით მოფარიკავეთა გარდა, საუკეთესო შედეგი აჩვენა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ, რომელიც უმაღლესი სინჯის მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული 9 მედლიდან 4 სწორედ ძიუდოისტების ანგარიშზეა.

სხვებთან ერთად, ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა. შთამბეჭდავი შედეგით დაბრუნდა საქართველოში პარაძიუდოს ნაკრებიც.

 

ავტორები: ლაშა ბერძენიშვილი და ლაშა დვალიშვილი 

დღის ამბები