21 დეკემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"ქართული ოცნების" განცხადებით, გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მათ პლაკატებს ხევენ - მმართველი გუნდი რეაგირებას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ითხოვს

"ქართული ოცნების" პრესსამსახური ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ გვარამია/მელიას პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები "ქართული ოცნების" პლაკატებს ხევენ და ანადგურებენ.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ეს არის საარჩევნო პროცესში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გვარამია/მელიას პარტიის მიმართ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ყურადღებით დავაკვირდებით თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ "ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალის განადგურებას, პარტია "ახალის" წევრები აორგანიზებენ და ახორციელებენ. მოვითხოვთ, რომ მკაცრო რეაგირება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან", - აცხადებენ მმართველ პარტიაში.

დღის ამბები