ფრაქცია "ქართული ოცნება" პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
გარდა ამისა, ამავე ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რასაც პოლიტსაბჭომ მხარი სრულად დაუჭირა.