09 ოქტომბერი 2024,   12:51
ვრცლად
მუხიანის აგარაკებზე საგზაო-სამუშაოები მიმდინარეობს

მუხიანის აგარაკებზე საგზაო-სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ამჯერად, ვარდისუბნის ქუჩის ნაწილს - ხანძთის ქუჩიდან შოვის ქუჩამდე მონაკვეთს მოიცავს.

სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი. ასევე იგება ასფალტის საფარი. სამუშაო პროცესს ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, საკრებულოს წევრთან ერთად გაეცნო.

 
დღის ამბები