20 სექტემბერი 2024,   01:03
ვრცლად
"კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი, არც რელიგიური და კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება" - მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს

"კრიმინალს არ აქვს არც საზღვარი, არც ეროვნება, არც სქესი და არც რელიგიური და კუთვნილება და არც პოლიტიკური გემოვნება. მკვლელი მკვლელია და მას კანონი გასცემს მკაცრ პასუხს," - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

"ამდენი სიძულვილით გაჟღენთილი ვითომ სიძულვილის გმობა, პოლიტიკით გაჯერებული სამძიმარი, ლოგიკური აზროვნებისგან ძალიან დაშორებული დასკვნების ასე თავდაჯერებულად კეთება როგორ შეგიძლიათ? სხვისკენ თითგაშვერილები თავად ახდენთ ადამიანების სტიგმატიზებასაც და დისკრიმინაციასაც. RIP კესარია." - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. შსს-მ ეჭვმიტანილი - 26 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "თ" და "მ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები