21 სექტემბერი 2024,   14:38
ვრცლად
კაკა საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე: "ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს ამ ნაკრებს"

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ, "ლეგენდების მატჩის" დაწყებამდე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც შეაფასა. კაკამ აღნიშნა, რომ ისინი ფეხბურთს ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ და "დიდი მომავალი აქვთ".

"პირველად ვარ საქართველოში და მადლობა ამ შანსისთვის კახის. ამ თამაშში მონაწილეობა ძველი დროის გახსენება ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. საქართველოსვე ნაკრებზე კი შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი თაობაა, ძალიან მაღალ დონეზე თამაშობენ და ვფიქრობ, დიდი მომავალი აქვს ამ ნაკრებს. ჩვენი შეხვედრის ყოველი შესაძლებლობა შანსს გვაძლევს, გავიხსენოთ ყველა ის წარმატება, რაც ერთად გამოვიარეთ," - განაცხადა რიკარდო კაკამ.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები