22 სექტემბერი 2024,   01:21
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

დღეს, 21 სექტემბერს, დაახლოებით 21:00 საათისთვის, ახალციხეში ავარია მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. თვითმხილველთა ცნობით, ერთ მანქანაში ქალი და ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მედიკოსები მუშაობდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები