23 სექტემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ბოლნის ქალაქობა 2024" საზეიმოდ აღნიშნა

"ბოლნის ქალაქობა 2024" საზეიმოდ აღნიშნა - ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხეები. გაიმართა ქუჩის კარნავალი ანიმაციური გმირების მონაწილეობით.

ღონისძიებაზე სტუმრებს ქართული ღვინის, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაციის შესაძლებლობა ჰქონდათ. დღის ბოლოს საზეიმოდ დაიწურა ყურძენი, შედგა ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. დღე გალა-კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები