19 აგვისტო 2026,   15:38
ვრცლად
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენა და საცურაო აუზი შენდება. კომპლექსში ოლიმპიური სტანდარტების 1 500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი და 800 მაყურებელზე გათვლილი 10-ზოლიანი საცურაო აუზი განთავსდება.

ზღვისპირა ქალაქი ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას 2025 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურით უმასპინძლებს.

საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქები თბილისი, ბაკურიანი და ბათუმი იქნება.

 

დღის ამბები