27 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ნიუ-იორკის მოქმედ მერს კორუფციის ბრალდება წაუყენეს - მათ შორის, საარჩევნო კამპანიისთვის თურქეთიდან უკანონო დაფინანსების მიღებაცაა

აშშ-ში, ნიუ-იორკის მოქმედ მერს, ერიკ ადამსს, კორუფციის ბრალდება წაუყენეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ადამსს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 5 მუხლით წაუყენეს. მათ შორის არის ქრთამის აღება, თაღლითობა და საარჩევნო კამპანიისთვის თურქეთიდან უკანონო დაფინანსების მიღება.

57-გვერდიანი საბრალდებო დასკვნა დღეს დილით, რამდენიმეთვიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გამოქვეყნდა.

პროკურატურის განმარტებით, რამდენიმეთვიანი გამოძიების ფარგლებში, დეტალურად მიმდინარეობდა ადამსის თურქ ჩინოვნიკებთან და ბიზნესმენებთან კავშირების დადგენა, ისევე, როგორც - მისი კამპანიის ფარგლებში მიღებული შემოწირულობების წარმომავლობის დადგენა. 

დღის ამბები