27 სექტემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ბათუმში მარცხის ისტორიების - Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართება

28 სექტემბერს, Rooms Hotel Batumi-ში Fuckup Nights Batumi-ის მესამე გამოშვება გაიმართება. მარცხის ისტორიები არის საერთაშორისო მოძრაობა, რომელიც ასახავს წარმატებული ადამიანების მარცხის ისტორიებს. მოძრაობის მიზანია შთააგონოს და მოტივაცია მისცეს ახალგაზრდებს.

ღონისძიების ფარგლებში, ოთხი წარმატებული ადამიანი დამსწრე საზოგადოებას თავიანთი წარუმატებლობების ისტორიებს გაუზიარებს, დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ღონისძიებას მოდერატორობას გიგა ქერქაძე Glovo Georgia-ს თანადამფუძნებელი გაუწევს.
სპიკერები იქნებიან:

ვარლამ ებანოიძე - ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსი;

ანა ავეჩბა- Ripple Space-ის დამფუძნებელი;

გიორგი გოგლიძე- Bene Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ნიკოლოზ ქევხიშვილი - შინვუდის მმართველი პარტნიორი.

Fuckup Nights Batumi-ი "საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელთან" პარტნიორობით იმართება. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ბათუმის სტარტაპ და ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიმოხილვა სხვადასხვა ფორმატში, გაიმართება პანელური დისკუსიები.

დღის პირველი ნაწილში ჩატარდება აქსელის ღონისძიება, დატვირთული პანელური დისკუსიებით და გამოსვლებით, ხოლო მოგვიანებით, საღამოს გაგრძელდება - მარცხის ისტორიები.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან Startup Büro და BENE Exclusive. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: LUSSO Luxury Auto Gallery, ბათუმის მერია, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, საქართველოს ეროვნული ბანკი, Loialte, GEC Consulting, Axel.

დღის ამბები