27 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
გურამ ვეკუა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ-პრიზიორია

გურამ ვეკუა მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ-პრიზიორია. ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს. 

ძალოსანმა აკვრაში ვერცხლი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა. ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვაჟთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით გურამ ვეკუამ (109 კგ.) იასპარეზა.

ძალოსანმა ატაცში 156 / 159 / 162 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზეა.

ვეკუა, აკვრაში დაძლეული 195 / 200 კილოგრამით, ვერცხლის მედალს დაეუფლა და ვიცე-ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 362 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მალხაზ ლომთაძე - იუნიორ ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი;

ილია თვალოძე - იუნიორ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი;

გიორგი გაბრიჭიძე - იუნიორ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელი;

ზურაბ ანთაური - ვეკუას პირადი მწვრთნელი; 

გიორგი ჭინჭარაული - ექიმი რეაბილიტოლოგი;

რუსკა მურადაშვილი - ფედერაციის გენერალური მდივანი.

დღის ამბები