01 ოქტომბერი 2024,   11:19
ვრცლად
"რასაკვირველია, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია, ჩვენ, ჩვენი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ" - გია ვოლსკი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ "მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს” აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაში”, კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანია საქართველოში.

მმართველი გუნდი სერგეი ლავროვის განცხადებას დადებითად აფასებს. უმრავლესობაში ამბობენ, რომ გონივრულად უნდა მიჰყვნენ შეთავაზებას. ოპოზიციაში კი ლავროვის დახმარების წინადადებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ შერიგების სანაცვლოდ, საქართველოს მნიშვნელოვან დათმობებზე მოუწევს წასვლა.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია, საქართველომ კი თავისი ინტერესების შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

"რასაკვირველია, ლავროვი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც რუსეთის ინტერესებშია. ჩვენ, ჩვენი ინტერესებით უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ გაცილებით დაკვირვებულები, პრაგმატულები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ იმ პროექტებს და პროგრამას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია მშვიდობიანობით მოგვარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები